ფლუცინარი

FLUOCINOLONE ACETONIDE
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი

ფლუცინარი

ფლუცინარიშემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო 0.025%: ტუბში 15 გ.
1 გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი – 0.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმატოლოგიური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ფლუცინარის მოქმედება უფრო ძლიერია ვიდრე ჰიდროკორტიზონის.

ჩვენებები:
- ალერგიული წარმოშობის მწვავე და მძიმე ანთებითი მდგომარეობები, რომელთა მკურანლობა სხვა სტეროიდული საშუალებებით არაეფექტურია;
- ქრონიკული ფსორიაზი;
- დისემინირებული წითელი მგლურა;
- მულტიფორმული ერითემა;
- ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით, ან ლოკალიზებული ფრჩხილზე;
- ეგზემა ლიქენიფიკაციით;
- სებორეული დერმატიტი.

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, მისი გამოყენების სიხშირე და წესი დგინდება ექიმის მიერ.
ჩვეულებრივად ინიშნება: მალამოთი გაჟღენთილი საფენი თავსდება კანის დაზიანებულ უბნებზე, ან უშუალოდ კანზე დაიტანება მალამოს თხელი ფენა. პრეპარატი ინიშნება 2-3 ჯერ დღეში.
ფსორიაზის დროს გამოიყენება ოკლუზიური საფენი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კანის ზედაპირს.
ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მიღებულ შედეგებზე. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 3-4 კვირისა.

უკუჩვენებები:
კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის სიმსივნეები, ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

* * *

ფლუცინარი N

ფლუცინარი Nშემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 15 გ
1 გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი – 0.25 მგ
ნეომიცინის სულფატი -5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მალამო შეიცავს ფლუოცინოლონის აცეტონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ანტიბიოტიკ ნეომიცინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:
ეგზემის სხვადასხვა ფორმები, ფსორიაზი, კანის სებორეული ანთება, ბრტყელი ლიქენი, ჟილბერის ვარდისფერი ლიქენი.
მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობები, გართულებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით.
ვინაიდან კრემს გააჩნია ფუძე მააბსორბირებელი თვისებებით, იგი აჩქარებს გამოშრობის პროცესს ექსუდაციური ცვლილებების დროს.

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად 2-3 ჯერ დღეში.
ქრონიკული პროცესების და ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, მალამო და კრემი გამოიყენება ოკლუზიური საფენის სახით.

უკუჩვენებები:
კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, ჩირქოვანი და ტუბერკულოზური ინფექციები.

* * *

ფლუცინარი გელი

ფლუცინარი გელიშემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი 0.025%: ტუბში 15 გ.
1 გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი – 0.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ეტანოლი, ლიმონის მჟავა, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი,კარბაპოლ 940, ტრიეტანოლამინი, გაწმენდილი წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ფლუცინარი გელი თრგუნავს უჯრედების სწორ გამრავლებას, რის გამოც იგი გამოიყენება კელოიდების და ფსორიაზის სამკურნალოდ. გელის ფუძე კარგად აბსორბირდება, არ აჭუჭყიანებს ტანსაცმელს. პრეპარატის გელის სახით გამოყენება განსაკუთრებით მისაღებია თმის საფარით დაფარული კანის სამკურნალოდ და ავადმყოფებში, რომლებსაც ახასიათებს ცუდი ტოლერანტობა მალამოს და კრემის ფუძის მიმართ.

ჩვენებები:
- თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი;
- სებორეული დერმატიტი, განსაკუთრებით თმით დაფარული კანის;
- ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით;
- პრურიგო;
პრეპარატის გელის სახით გამოყენება განსაკუთრებით მისაღებია თმის საფარით დაფარული კანის სამკურნალოდ და ავადმყოფებში, რომლებსაც ახასიათებს ცუდი ტოლერანტობა მალამოს და კრემის ფუძის მიმართ.

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, 1-2 ჯერ დღეში.
ფსორიაზის დროს გამოიყენება საფენი, რომელიც ატარებს ჰაერს. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 1-2 კვირისა.
სახის კანზე პრეპარატი გამოიყენება 1 კვირის განმავლობაში.
თუ საჭირო არ არის, დღეში დაიტანება არაუმეტეს 2 გ გელი.
ფლუცინარი გელი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით: ერთხელ დღეში კანის მცირე უბანზე.

უკუჩვენებები:
კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დავადებები, ჭრილობები კანზე, კანის სიმსივნეები, ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, პერიორალური დერმატიტი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ფარმაცევტული ქარხანა “ელფას” ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ფარმაცევტული კომპანია “გეა”
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, 6
ტელ: +(995 32) 38 47 66
ფაქსი: +(995 32) 95 81 54