ეროლინი®
Erolin®
საერთაშორისო სახელწოდება : ლორატადინი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები 10 მგ #10, #30, სიროფი 1 მლ/1 მგ, 120 მლ
ჩვენებები
ცემინება, სურდო, თვალის ქავილი და სიწითლე, კანის ალერგიული დაზიანებები, რომლებსაც ახასიათებს გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
თვისებები და უპირატესობები:
ეროლინი არ იწვევს ძილიანობას – უსაფრთხოა აქტიური ადამიანებისთვის (მოსწავლეები, სტუდენტები, მშრომელები, მძღოლები)
უკუჩვენებები:
- ალერგია პრეპარატის მოქმედ ნივთიერებაზე ან მის სხვა კომპონენტებზე.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 2 წლამდე ასაკი
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები:
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივ საწყის
დოზას წარმოადგენს 10 მგ ლორატადინი, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები:
6-12 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის შესაბამისად.
ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, იღებენ 5 მგ-ს (0.5 მგ ტაბლეტი) დღეში, ხოლო ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე მეტია, იღებენ 10 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში.
სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.