AA THERAPY დიაბეტიანთა კანის მოვლა

შაქრიანი დიაბეტი ინსულინის გამოყოფის ან/და მოქმედების დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა. ამ დარღვევების შედეგად იმატებს სისხლში შაქრის რაოდენობა, რაც საბოლოოდ იწვევს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევას და უკმარისობას, განსაკუთრებით თვალების და თირკმელების,  ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების.

შაქრიანი დიაბეტი დაავადების რთული პროცესია, რომელიც მრავალ ქსოვილს მოიცავს. ცვლილებები აღინიშნება კანზეც, რომელიც მშრალი და უხეში ხდება. ამას შეიძლება დაემატოს ძლიერი ქავილი. დიაბეტიანთა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კანის ცვლილებები ტერფების მიდამოში. დაავადების მნიშვნელოვანი პროგრესირების შემთხვევაში, ნევროლოგიური და სისხლძარღვოვანი ცვლილებების ფონზე, ქვედა კიდურების მიდამოში კანზე თავს იჩენს ქრონიკული ინფექციები, წყლულები და ქსოვილების თანდათანობითი დესტრუქცია.

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს თერაპია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, მაგრამ კანზე მიმდინარე ცვლილებების შესაჩერებლად დამხმარე საშუალების სახით რეკომენდირებულია შესაბამისი დერმოკოსმეტიკური საშუალებების ხმარება, რომლებიც აკმაყოფილებს დიაბეტიანთა სპეციალურ მოთხოვნებს. ასეთი პრეპარატების გამოყენება შვებას ჰგვრის ავადმყოფს და უქმნის ყოველდღიურ კომფორტს.

AA THERAPY დიაბეტიანთა კანის მოსავლელი ხაზი:

  • ძლიერ ატენიანებს მშრალ და უხეშ კანს
  • ამცირებს კანის გაუხეშებისა და დასკდომისკენ მიდრეკილებას
  • ამცირებს ქავილს
  • გააჩნია ანტიმიკოზური და ანტიბაქტერიული მოქმედება _ახდენს ტერფების კანის დაინფიცირების პროფილაქტიკას
  • ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს

AA THERAPY დიაბეტით დაავადებულთათვის _ ეს არის:

  • დიაბეტოლოგებთან და დერმატოლოგებთან შეთანხმებით შემუშავებული დერმოკოსმეტიკური საშუალებები
  • პროდუქტები გამოკვლეულია დიაბეტიანთა მონაწილეობით
  • ინოვაციური, სპეციალურად შემუშავებული რეცეპტურა, რომელიც შეიცავს დიაბეტიანთა კანის პრობლემების კომპლექსურად მოსაგვარებლად საჭირო აქტიურ ნივთიერებებს, მოქმედებს უკვე არსებულ ცვლილებებზე და აღკვეთს ახლის წარმოქმნას
  • ნაზი კონსისტენციის პროდუქტები, რომელთა წასმა და შეწოვა ადვილად ხდება
  • ჰიპოალერგიული რეცეპტურა კონსერვანტების მინიმალური რაოდენობით

სახის დასაბანი კრემ-ემულსია

შემადგენლობა:

  • ძირტკბილას ექსტრაქტი
  • d- პანთენოლი
  • რბილი დასაბანი ფუძე

მოქმედება:

  • დელიკატურად ასუფთავებს კანს _ არ შეიცავს დეტერგენტებს
  • აღადგენს და იცავს სახის კანს
  • ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს

მოცულობა: 200 მლ

სახის დამატენიანებელი კრემი

შემადგენლობა:

  • D- პანთენოლი (5%)
  • ალანტოინი (0.3%)

მოქმედება:

  • ატენიანებს და ასწორებს ნაოჭებს
  • ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს
  • ზრდის კანის მდგრადობას გარემო ფაქტორების მოქმედების მიმართ

მოცულობა: 50 მლ

სახის რეგენერაციული კრემი

შემადგენლობა:

  • სკვალანი
  • ქაცვის ზეთი (5%)
  • ბეტა გლუკანი (5%)
  • შის ცხიმი

მოქმედება:

  • აღადგენს და იცავს სახის კანს
  • ხელს უწყობს შეხორცებას
  • კვებავს კანს
  • ასწორებს ნაოჭებს

მოცულობა: 50 მლ

ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული კრემი ტერფებისთვის

შემადგენლობა:

  • შარდოვანა (5%)
  • ქაცვის ზეთი (1%)
  • თუთია-უნდეცილინის მჟავას ნაერთი (0.2%)
  • n- ცეტილპირიდინის ქლორიდი (0.3%)

მოქმედება

  • ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
  • ატენიანებს და აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას
  • პროდუქტის დაბალი ph იცავს კანს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისგან

მოცულობა: 100 მლ

ტერფების დამცავი კრემი დამარბილებელი მოქმედებით

შემადგენლობა:

  • აქტიური ლიპიდური კომპონენტი
  • შარდოვანა (5%)

მოქმედება:

  • აღადგენს და იცავს კანს
  • ეპიდერმისს იცავს გაუხეშებისა და ნახეთქებისგან
  • ატენიანებს ტერფების მშრალ კანს
  • კანზე ქმნის დამცავ ფენას
  • პროდუქტის დაბალი ph უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ინფექციისგან

მოცულობა: 100 მლ

შხაპის გელი

შემადგენლობა:

  • შარდოვანა (5%)
  • L-არგინინი
  • გამა-ლინოლის მჟავას ნაერთი

მოქმედება:

  • ასუფთავებს კანს მისი ნატურალური დამცავი ბარიერის დაზიანების გარეშე
  • აღადგენს და იცავს კანს
  • ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს
  • ამცირებს კანის ქავილს

მოცულობა: 200 მლ

ტანის ბალზამი

შემადგენლობა:

  • შარდოვანა (10%)
  • L- არგინინი
  • E- ვიტამინი (0.5%)

მოქმედება:

  • ატენიანებს და ასწორებს ნაოჭებს
  • აქრობს ეპიდერმისის გაუხეშების და გამოშრობის შეგრძნებას
  • ამცირებს კანის ქავილს

მოცულობა: 200 მლ

ინტიმური ჰიგიენის სითხე

შემადგენლობა:

  • რძემჟავა (0.2%)
  • A ვიტამინი
  • უნდეცილინის მჟავას ნაერთი

მოქმედება:

  • ასუფთავებს კანს ნატურალური დამცავი ბარიერის დაზიანების გარეშე
  • პროდუქტის დაბალი ph  იცავს კანს ინფექციისგან
  • ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებას
  • იცავს ლორწოვან გარსს გამოშრობისგან

მოცულობა: 300 მლ

ტერფების დასაბანი საპონი

შემადგენლობა:

  • ბეტაინი (0.8%)
  • d- პანთენოლი
  • უნდეცილინის მჟავას ნაერთი

მოქმედება:

  • საგულდაგულოდ ასუფთავებს კანს
  • უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას სოკოვანი დაავადებებისგან

მოცულობა: 300 მლ

აბაზანის ზეთი

შემადგენლობა:

  • თხევადი პარაფინი

მოქმედება:

  • გააჩნია ემოლენტის თვისებები
  • ატენიანებს და აღადგენს კანს
  • კანზე ქმნის დამცავ შრეს
  • ამცირებს კანის ქავილს

მოცულობა: 200 მლ