კლოვეიტი

Clobetasoli propionas
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი

კლოვეტეშემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
Clobetasoli propionas

მალამო ტუბში 25გ
კრემი ტუბში 25გ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
პრეპარატი გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:
• ატოპიური ეგზემა;
• ცხიმიანი, აქერცვლადი ელემენტების გამოვლენა (სებორეული დერმატიტი);
• ძლიერი ქავილი (წითელი ბრტყელი ლიქენი);
• ფსორიაზი;
• ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი);
• ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა);
• კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარებით (მრავალფორმული ერითემა).

დოზირების რეჟიმი:
საცხი გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში, იდება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე ან ფრთხილად შეიზილება.
საცხის დადება არ შეიძლება, თუ ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი გაცვიათ.

უკუჩვენებები:

- ჰიპერმგრძნობელობა კლობეტაზოლის ან კლოვეიტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- კანის ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადებები;
- კანის ვირუსული დაავადებები, როგორებიცაა ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვ.;
- ფერისმჭამელები;
- კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი);
- ანალური ან გენიტალური ქავილი;
- ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ფარმაცევტული ქარხანა “ელფას” ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ფარმაცევტული კომპანია “გეა”
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, 6
ტელ: +(995 32) 38 47 66
ფაქსი: +(995 32) 95 81 54