Bioclin

Bioclin Phydrium-Advance
თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები მამაკაცებისთვის

პრეპარატს გააჩნია ანდროგენული თმის ცვენის საწინააღმდეგო ინტენსიური მოქმედება. ექსკლუზიური STIMOXIDILR კომპლექსისა და B ჯგუფის ვიტამინების სინერგიული მოქმედება:

  • ააქტიურებს სისხლის ლოკალურ მიკროცირკულაციას
  • ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას
  • აფერხებს თმის ძირების დაბერების პროცესს

შედეგი:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები 40%-ით აძლიერებს თმის ღერების კვებას, ჯანსაღ იერს და სიძლიერეს, თმის ცვენას ამცირებს 25%-ით.

გამოყენება:
გამოიყენეთ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ 60 დღის განმავლობაში.
სასურველია წელიწადში 2 კურსის გამეორება.

მოცულობა: 15X5მლ ამპულა

Bioclin Phydrium-Advance
თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები ქალებისთვის

პრეპარატს გააჩნია თმის ცვენის საწინააღმდეგო ინტენსიური მოქმედება. აძლიერებს თმის ძირებს.
ექსკლუზიური STIMOXIDILR კომპლექსისა, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფიტოკერატინების სინერგიული მოქმედება:

  • აღადგენს თმის სტრუქტურას მთელ სიგრძეზე
  • ანიჭებს სირბილეს და ბზინვარებას
  • ანიჭებს თმას მოცულობას

შედეგი:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები 40%-ით აძლიერებს თმის ღერების კვებას, ჯანსაღ იერს და სიძლიერეს. თმას ანიჭებს სირბილეს, ბზინვარებას და მოცულობას. თმის ცვენას ამცირებს 25%-ით.

გამოყენება:
გამოიყენეთ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ 60 დღის განმავლობაში.
სასურველია წელიწადში 2 კურსის გამეორება.

მოცულობა: 15X5მლ ამპულა

Bioclin Phydrium-Advance
თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

შამპუნი წარმოადგენს თმის ცვენის საწინააღმდეგო პროგრამის დამატებით საშუალებას.
არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატსა და ნატრიუმის ლაურეტსულფატს (SLES და SLS). ექსკლუზიური STIMOXIDILR კომპლექსისა, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფიტოკერატინების სინერგიული მოქმედება:

  • დელიკატურად ასუფთავებს თმას და სკალპს
  • აძლიერებს თმის სტრუქტურას
  • ანიჭებს ბზინვარებას, ელასტიურობას და სიძლიერეს

გამოყენება:
გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად.

მოცულობა: 200მლ

Bioclin Phydrium-Advance
კაფსულები

პრეპარატი წარმოადგენს კვებით დანამატს, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს. თმას ანიჭებს ჯანსაღ იერს, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.

გამოყენება:
1 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამის დროს.

რაოდენობა: 60 კაფსულა

STIMOXIDILR

ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც სინერგიულად აერთიანებს ტექნოლოგიას (კალიუმის CLA (კონიუგირებული ლინოლეუმის მჟავა) გლუტათიონატი – ანტიოქსიდანტი, დამამშვიდებელი და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით; ნაწილობრივ ჰიდროლიზებული დნმ – ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციისა და აღდგენის პროცესს) და ფიტოთერაპიას (კიგელია, სალბი, გინკო ბილობა, დარიჩინი – აუმჯობესებს თმის ძირების მკვებავი სისხლძარღვების მიკროცირკულაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება).

Bioclin Phydrium-es

  1. სრული სამკურნალო ხაზი
  2. SLES (Sodium Laureth Sulfate) და SLS (Sodium Lauryl Sulfate) გარეშე
  3. დამზადებულია ნატურალურ და ტესტირებულ კომპონენტებზე
  4. ტესტირებულია მძიმე მეტალებზე (Ni, Cr, Co, Hg, Pl)
  5. მისაღებია ძალიან მგრძნობიარე კანისთვის
  6. რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ
  7. გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და მოხმარების სიმარტივით

ნორმალური თმის მოსავლელი ხაზი

Bioclin Phydrium-es შამპუნი ხშირი დაბანისთვის

შამპუნი ყოველდღიური ხმარებისთვის შეიცავს ნაზ დასაბან ფუძეს და თმისა და თავის კანის მოსავლელ აქტიურ ინგრედიენტებს: Antiox-Bio კომპლექსს ფლავინოიდებით (ლიმონის ექსტრაქტით), ტოკოფეროლებს და ტოკოტრიენოლებს (ბრინჯის ქერის ექსტრაქტები), გააჩნიათ გამოხატული ანტიოქსიდანტური და დამცველობითი მოქმედება. ხორბლის, სოიოს და სიმინდის მარცვლის ჰიდროლიზირებული პროტეინების დამატენიანებელი, აღმდგენი და ელასტიურობის მიმნიჭებელი მოქმედების წყალობით ღრმად კვებავს თავის კანს, ანიჭებს თმას მოცულობას და ბზინვარებას.

შეფუთვა 200მლ

Bioclin Phydrium-es ნორმალური თმის კონდიციონერი

მცენარეული ზეთებით (ჟოჟობას ზეთი, ბრინჯის ქატოს და სელის თესლის ზეთი) გამდიდრებული ბიო-აღმდგენი კომპლექსი უზრუნველყოფს თმის ბუნებრივ რეგენერაციას, ზრდის ელასტიურობას და სიმტკიცეს. E ვიტამინი აღადგენს თმას, ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით იცავს მას დაბერებისგან.

შეფუთვა 200მლ

მკვებავი და რეგენერაციული ხაზი
Bioclin Phydrium-es შამპუნი მშრალი და მსხვრევადი თმისთვის

მკვებავი მცენარეული ზეთებით (ჟოჟობა, ზეთისხილი და ავოკადო) გამდიდრებული, დამამშვიდებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების ინგრედიენტების შემცველი შამპუნი უბრუნებს თმას სიძლიერეს და ბზინვარებას. ფერულის მჟავა, ბრინჯის ქატოს ზეთი და E ვიტამინი იცავს, აღადგენს და ატენიანებს თმას, როზმარინი და კურკუმა ვიტამინებით კვებავს, ატონიზირებს და ასტიმულირებს თავის კანს.
შეფუთვა 200 მლ

Bioclin Phydrium-es ამპულები მშრალი და მსხვრევადი თმისთვის

ინტენსიური მოვლა შეღებვის, გაუფერულების, ქიმიური დახვევის და ატმოსფერული აგენტებით დასუსტებული თმის სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად. მაგნიუმის, თუთიის, სოდის, მარგანეცის და შვიტას ექსტრაქტის აღმდგენი, დამცველი და რემინერალიზაციური მოქმედების და პანთენოლის (B5 პროვიტამინის და PCA) დამარბილებელი და გამაგრილებელი მოქმედების წყალობით თმას უბრუნდება ბზინვარება, მოცულობა, ადვილად ივარცხნება.

შეფუთვა 7.5 მლ 10 ამპულა

Bioclin Phydrium-es ნიღაბი მშრალი და მსხვრევადი თმისთვის

სიმინდის ჰიდროლიზებული პროტეინები, პანთენოლი, მზესუმზირის ზეთი იცავს თმას და ატენიანებს თავის კანს ფოლიკულების ბუნებრივად სტიმულირების გზით. ამ კომპონენტების სინერგიული მოქმედება დასაბანი ფუძის აქტივობასთან შეთანხმებით პროდუქტს ქმნის იდეალურს დაზიანებული და მსხვრევადი თმის მქონე პირებისთვის.

აღმდგენი ხაზი

Bioclin Phydrium-es შამპუნი დაზიანებული თმისთვის

ექსკლუზიური Bio-Repair Complex- ის, Limnanthes alba, ინოზიტოლის და ხორბლიდან მიღებული ფიტიუმის მჟავას აღმდგენი მოქმედების მეშვეობით კვებავს, წმენდს და აღადგენს თმის დაზიანებულ ბალანსს. დელიკატური სურნელის წყალობით საუკეთესო პროდუქტია მამაკაცებისთვისაც.

შეფუთვა 200მლ

Bioclin Phydrium-es ინტენსიური ნიღაბი დაზიანებული თმისთვის

სიმინდის ჰიდროლიზირებული პროტეინების, სელის თესლის ზეთის და B5 პროვიტამინის აღმდგენი და გამაძლიერებელი მოქმედების მეშვეობით დაზიანებულ თმას უბრუნებს ენერგიას, იცავს და კვებავს მას. სილიკონი და მაკონდიცირებელი ინგრედიენტები თმას ანიჭებს მოცულობას და არბილებს მას მაღალი ტენიანობის დროსაც.

შეფუთვა 200მლ

Bioclin Phydrium-es ამპულები დაზიანებული თმისთვის

შოკური თერაპია განკუთვნილია თმის ძირეული აღდგენისთვის. ალოე, გულყვითელა, ხორბლის ჰიდროლიზებული პროტეინები კვებავს და აღადგენს თმას, აძლიერებს მის სტრუქტურას და იცავს გარემო მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

შეფუთვა 7.5 მლ 10 ამპულა

ქერტლის საწინააღმდეგო ხაზი

Bioclin Phydrium-es ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ცხიმიანი თმისთვის

მაღალსპეციფიური ინგრედიენტების Copafeira officinalis Resin, Carapa guaianensis და Euterpe oleracea ზეთები სინერგიულად მოქმედებს აზელოგლიცერინსა და პიროქტონ ოლამინთან ერთად და არეგულირებს ცხიმის სეკრეციას და ათავისუფლებს თმას ქერტლისგან.

შეფუთვა 200მლ

Bioclin Phydrium-es ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი მშრალი თმისთვის

Copafeira officinalis Resin და ბრაზილიური კაკლის ხის ზეთი სინერგიული მოქმედებით აშორებს თმას ქერტლს, არეგულირებს სებოსეკრეციას, პოლიფენოლებით მდიდარი ზეითუნის ზეთი პიროქტონ ოლამინთან და ალანტოინთან ერთად ამშვიდებს, არეგულირებს და იცავს თმას და თავის კანს.

შეფუთვა: 200მლ

Bioclin Phydrium-es ქერტლის საწინააღმგედო ამპულები

პიროქტონ ოლამინის და კარბოცისტეინის ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედების წყალობით თმას უბრუნდება ჯანმრთელობა და ბზინვარება. ქინინის, ჭინჭრის და ფარსმანდუკის ექსტრაქტები აცოცხლებს, ატონიზირებს და ატენიანებს თავის კანს, რაც ეხმარება ქერტლის მოცილებაში და ხელს უშლის მის ხელახალ გაჩენას. პანთენოლი აღკვეთს სიმშრალეს და მსხვრევადობას.

შეფუთვა 7.5 მლ 10 ამპულა

ცხიმიანი თმის ხაზი

Bioclin Phydrium-es შამპუნი სებორეგულაციური მოქმედებით

მცენარეული აქტიური ინგრედიენტები და დელიკატური დასაბანი ბაზა სინერგიულად არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, აღადგენს თმის სტრუქტურას. Sebo-Bio კომპლექსი შეიცავს ვიტამინების ნაკრებს ვიტამინი PP, H და პროვიტამინი B5, ნორდიჰიდროგუარენის მჟავა და სელექტიური მცენარეული ექსტრაქტები, როგორიცაა Calendula officinalis, Carapa guaianensis, Euterpe oleracea არეგულირებენ ცხიმის სეკრეციას, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას, დასაბანი ბაზა ღრმად წმენდს თმას და თავის კანს ცხიმოვანი ჯირკვლების სტიმულაციის გარეშე.

შეფუთვა 200მლ

Bioclin Phydrium-es Kristalli – დამარბილებელი სითხე ყველა ტიპის თმისთვის

იცავს თმას გამონაბოლქვისგან, ზღვის მარილისგან, მზის სხივებისა და აგრესიული ატმოსფერული აგენტების მავნე ზემოქმედებისგან. ქმნის დამცავ შრეს თმის ირგვლივ, მცენარეული ინგრედიენტების მეშვეობით ატენიანებს და კვებავს თმას. ჟოჟობას ზეთი, მზესუმზირას ზეთი და F ვიტამინი არბილებს და იცავს თმას და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. UV ფილტრები და სილიკონი იცავს და აღადგენს თმას. იგი ხდება სრიალა, ადვილად ივარცხნება მშრალ და ძალიან ნესტიან ამინდშიც.

შეფუთვა 100მლ