
Bioclin Acnelia – გამწმენდი გელი
განკუთვნილია კომბინირებული, ცხიმიანი და ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი სახის კანის ყოველდღიურად დასაბანად. სპეციალურად შერჩეულ აქტიურ კომპონენტებს გააჩნია აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანის დაზიანების გარეშე. აშორებს კანს ჭუჭყს, ჭარბ ცხიმს და მაკიაჟს. არ აშრობს კანს, ღრმად წმენდს და ავიწროებს ფორებს. გააჩნია ნაზი ექსფოლიაციური მოქმედება, რაც ასტიმულირებს უჯრედების განახლებას. აქვს ანტიბაქტერიული და სებორეგულაციური მოქმედება.
აქტიური კომპონენტები:
Bioclin Acnelia – სებორეგულაციური დამატენიანებელი კრემი
განკუთვნილია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. გააჩნია სებორეგულაციური და ძლიერი დამატენიანებელი მოქმედება. აღადგენს კანის სტრუქტურას, ავიწროებს ფორებს. ხსნის სიწითლეს და ბზინვარებას.
აქტიური კომპონენტები:
Bioclin Acnelia – აკნეს საწინააღმდეგო კრემი (კერატოლიზური)
მიკრო ექსფოლიანტებით მდიდარი ემულსია ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის სიწითლეს, სწრაფად აღადგენს სტრუქტურას და ანიჭებს ერთგვაროვნებას. გააჩნია ანტიბაქტერიული და სებორეგულაციური მოქმედება, ხსნის ბზინვარებას.
აქტიური კომპონენტები:
მოცულობა: 30მლ
გამოყენება
შოკური მოქმედება: გამწმენდი გელი + აკნეს საწინააღმდეგო კრემი დილა-საღამოს მინიმუმ 2 თვე.
შემანარჩუნებელი (მსუბუქი) მოქმედება: გამწმენდი გელი + სებორეგულაციური დამატენიანებელი კრემი დილით და აკნეს საწინააღმდეგო კრემი საღამოს.
ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის: გამწმენდი გელი + სებორეგულაციური დამატენიანებელი კრემი ყოველდღე
არ შეიცავს SLES და SLS
არ შეიცავს საღებავებს
არაკომედოგენური
Ni, Co, Pl, Cr და Hg ტესტირებული
კლინიკურად და დერმატოლოგიურად ტესტირებული
ACNACIDOL™BG 3%
მიღებულია Ricinus communis-ის ექსტრაქციით. ამცირებს სებოსეკრეციას, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება
დამამშვიდებელი კომპლექსი
შეიცავს a-ბისაბოლოლს, ტანინის მჟავას და კალიუმის გლიცირიზატს. გააჩნია დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედება.
a-ბისაბოლოლი გვირილის ყვავილიდან მიღებული ესენციური ცხიმოვანი მჟავაა. გააჩნია დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედება. ხსნის სიწითლეს.
კალიუმის გლიცირიზატი მიიღება ძირტკბილას ექსტრაქტიდან. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო დამამშვიდებელი გახანგრძლივებული მოქმედება.
ფარმაცევტული კომპანია გეა
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 6
ტელ: 384766, ფაქსი: 958154
E-mail: gea@gea.com.ge