ბეტადინი

ბეტადინი®

BETADIN®

შემადგენლობა: პოვიდონ იოდი 75 მგ ხსნარის ყოველ მილილიტრში (7.5% ხსნარის ექვინალენტური).

გამოშვების ფორმები: თხევადი საპონი.

ფარმაკოთერაპიული ჯუფი: ადგილობრივი ანტისეპტიკი, მადეზინფიცირებელი საშუალება.

დახასიათება:

•  ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ანადგურებს სხვადასხვა პათოგენურ მიკროორგანიზმებს (ანტიმიკრობული ეფექტი) და გამოიყენება ჰიგიენური და ოპერაციამდელი ხელების დეზინფექციისათვის.

•  ბეტადინი ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და უმარტივესებს. პრეპარატი ფაქტიურად არატოქსიურია.

•  პოვიდონი ერთადერთი ანტიტეპტიკური საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება.

ბეტადინის თხევადი საპონი

•  ეს არის ეფექტური, უსაფრთხო მადეზინფიცირებელი საშუალება.

•  ეფექტურია კანის ჩირქოვანი და სხვა ინფექციური გამონაყარის მკურნალობა-პროფილაქტიკისთვის.

•  ინტიმური ჰიგიენის საუკეთესო არჩევანია

•  ხელსაყრელია ინფექციური ვულვოვაგინიტების პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზრდილებში.

•  გამოიყენება ნაწოლების, დიაბეტური ტერფის ჰიგიენა-პროფილაქტიკისთვის.

•  ტრავმატოლოგიური, პროქტოლოგიური, ანგიოლოგიური, გინეკოლოგიური პაციენტის ოპერაციის წინ და შემდგომი ჰიგიენური საშუალებაა.

•  გამოშვების მოსახერხებელი ფორმა: პლასტმასის ფლაკონი დოზატორით

უკუჩვენებები

-  მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

-  სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ, ლაქტაციის პერიოდსა და 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

დაიტანება 5 მლ თხევადი საპონი. დეზინფექციისათვის საჭირო დრო: 1-2 წუთი.