Betamethasoni dipropionas + Gentamycini sulfas
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
Betamethasoni dipropionas + Gentamycini sulfas
მალამო ტუბში 15გ
კრემი ტუბში 15გ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის
ჩვენებები:
ბეტადერმი მალამოს და კრემის სახით გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი და სველი ანთებითი მდგომარეობების (დერმატოზების) დროს, განსაკუთრებით ალერგიული დასაწყისით, რომლებიც გართულებულია განმეორებითი ბაქტერიული ინფექციით და მიმდინარეობს ჭარბი კერატოზით, ქავილით ან ძლიერი ალერგიული რეაქციებით, ძირითადად შემდეგი მდგომარეობის დროს: ატიპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, მარტივი ქრონიკული სირსველი, გარქოვანებული ეგზემა, ფსორიაზი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, წითელი მგლურას კანის ფორმა, პოლიმორფული ერითემა.
დოზირების რეჟიმი:
გამოიყენება ადგილობრივად, მცირე რაოდენობით მალამო და კრემი წაისმევა კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში 1-2-ჯერ. მალამოს და კრემის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ არ შეიძლება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდების, გენტამიცინის ან მალამოს ფუძის შემადგენელთა მიმართ. კანის ვირუსული, სოკოვანი ან ტუბერკულოზური დაავადებები, კანის ახალწარმონაქმნები, ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები, ჩუტყვავილა, ფლებიტები და ტროპიკული წყლულები. გამოყენება არ შეიძლება კანის ფართო მონაკვეთის დაზიანებისას, განსაკუთრებით რომლებიც მიმდინარეობს კანის მთლიანობის დაზიანებით, მაგალითად დამწვრობებისას. სახის კანზე გამოყენება არ შეიძლება. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატს არ იყენებენ.
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ფარმაცევტული ქარხანა “ელფას” ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ფარმაცევტული კომპანია “გეა”
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, 6
ტელ: +(995 32) 38 47 66
ფაქსი: +(995 32) 95 81 54