თმის ცვენა (ალოპეცია)

პასუხი: თმის ცვენა სხვადასხვა ტიპის არსებობს. მათი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა. ამიტომ, სწორი რჩევა რომ მოგცეთ, საჭიროა ჯერ თქენი თმის ცვენის ტიპისა და მიზეზების დადგენა.

პასუხი: თუ თმისცვენა დიფუზურია და მისი დასაწყისი ემთხვევა თქვენს მშობიარობას, მიზეზი შესაძლოა ჰორმონალური ცვლილებები იყოს. გააგრძელეთ მკურნალობა და დაელოდეთ შედეგს ერთი თვე მაინც. მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები- ბოსტნეული და ხილი.

პასუხი: სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ანდროგენული თმის ცვენა, რომელიც შესაძლოა გენეტიკური განწყობილებით იყოს განპირობებული. ასეთი ტიპის თმის ცვენის სამკურნალოდ მოწოდებულია ადგილობრივი ანტიანდროგენული პრეპარატი – მინოქსიდილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისაა და სხვადასხვა სახელწოდებითაა. შედეგი რამოდენიმე თვის შემდეგ ვლინდება. გამოიყენე სპეციალური შამპუნი ცხიმიანი კანის და თმის ცვენისათვის.

პასუხი: თმის და ფრჩხილის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰორმონალური დარღვევებით (ფარისებრი ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლით). სასურველია ჩაიტარო ამ მხრივ გამოკვლევა და მისი შედგების მიხედვით დამატებითი მკურნალობა. 

პასუხი: ნორმაში დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 80-100 თმის ღერი შეიძლება ჩამოცვივდეს ადამიანს. ასე რომ, შეიძლება შენ არაფერი დარღვევაც არ გაქვს.