პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი გამონაყარი წააგავს ჭინჭრის ციებას, ანუ ურტიკარიას, რასაც ქრონიკული ხასიათი აქვს. ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. იგი ალერგიული ტიპის დაავადებაა და მისი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი იყოს რა ალერგენი თამაშობს მის წარმოშობაში როლს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამომწვევი ფაქტორი იყოს მოცილებული (ეს შეიძლება იყოს გარეგანი ან შინაგანი რაიმე დაავადება). რიგ შემთხვევაში ამის დადგენა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს იდიოპათიურ ურტიკარიას. დაავადების მკურნალობაში, მიზეზის მოცილების გარდა, აუცილებელია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგძლივი მიღება.